აშშ-უნგრეთი

აშშ-მ უნგრეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლაზე შეზღუდვა დაუწესა

ვიქტორ ორბანი ევროპული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფრანგეთში, სტრასბურგში, 2018 წლის 11 სექტემბერი.
EPA-EFE/PATRICK SEEGER

აშშ-მ უნგრეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლაზე შეზღუდვები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს აშშ-ს საელჩო უნგრეთში.

იმისთვის, რომ უნგრეთის მოქალაქეებმა უვიზოდ იმგზავრონ აშშ-ში, საჭიროა სამგზავრო ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში (ESTA) დარეგისტრირება, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნგრეთის მოქალაქეებს შეუძლიათ 2 წლის მანძილზე, შეუზღუდავად აშშ-ს ტერიტორიაზე გადაადგილება.

ახალი შეზღუდვის მიხედვით, უნგრეთის მოქალაქეებს ESTA-ს დაკმაყოფილების შემთხვევაში აშშ-ში შესვლა 1 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. 

აღნიშნული შეზღუდვის დაწესების ოფიციალურ მიზეზად უსაფრთხოება დასახელდა. კერძოდ, 2011-2020 წლებში  უნგრეთის მოქალაქეობა მილიონმა ადამიანმა მიიღო, ხოლო აშშ-ს თქმით, მათგან დიდმა ნაწილმა უსაფრთხოების სათანადო შემოწმება არ გაიარა, რადგან უმრავლესობა მეზობელ სახელმწიფოებში მცხოვრები ეთნიკურად უნგრელები არიან.

უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის კრიტიკოსების თქმით, ორბანის პოლიტიკის მიზანია უცხო ქვეყნებში მცხოვრებ უნგრეთის მოქალაქეებს არჩევნებზე მმართევლი პარტიის, Fidesz-სთვის ხმის მიცემის საშუალება მიეცეთ.

კომენტარები