უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი 7 ნოემბერს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
"ორბანი გეგმავს აშშ-სა და რუსეთის ბუდაპეშტში შეხვედრის შესაძლებლობა განიხილოს და აშშ-ს ენერგეტიკული სანქციებისგან გათავისფულება მოითხოვოს," - განაცხადა ორბანის აპარატის უფროსმა გერგელი გულიასმა ხუთშაბათს. "ზოგიერთ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია, ხოლო სხვებზე, კვლავ გრძელდება,"-თქვა გულიასმა.
ორბანმა, 27 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში, აღნიშნა რომ ტრამპთან აშშ-ს რუსეთის ნავთობკომპანიებზე, Lukoil-სა და Rosneft-ზე, დადებულ სანქციებს განიხილავს.
"ჩვენი მიზანია, რომ აშშ-ს სანქციები უნგრეთს არ შეეხოს, რათა რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვები შეუფერხებლად გაგრძელდეს," - აღნიშნა გულიასმა.





