2023 წელს გარდაცვლილები

ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო'კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო'კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მომღერალი ცნობილი 1980-იან წლებში ალბომით, "The Lion and The Cobra"-თი გახდა, მსოფლიო დონის პოპულარობა კი 1990 წელს, Prince-ის სიმღერის, "Nothing compares 2 U"-ს ქავერით მოიპოვა.

მის გარდაცვალებამდე 18 თვით ადრე, 2022 წლის იანვარში ო’კონორის 17 წლის შვილმა თავი მოიკლა.

Twitter-ის უკანასკნელ პოსტში მომღერალმა გარდაცვლილი ვაჟიშვილის ფოტო დადო და დაწერა: "მას შემდეგ ვცხოვრობ როგორც მკვდრეთით აღმდგარი არსება. ის იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული, ჩემი სულის ლამპარი."

შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავად მომღერალმა Twitter-ზე გაავრცელა.

"ჩემმა ლამაზმა ვაჟმა, ნევიმ ნესტა ალი შეინ ო'კონორმა გადაწყვიტა, დაესრულებინა მიწიერი ბრძოლა დღეს და ახლა ის ღმერთთანაა". – დაწერა მომღერალმა.

"მის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს. რასაც ვეხები, ყველაფერი ნადგურდება. მე მხოლოდ მისთვის ვცხოვრობდი და ისიც აღარ არის. ჩემი ოჯახი გავანადგურე, შვილები აღარ მცნობენ". 

შემდეგ პოსტში ო'კონორმა დაწერა, რომ გადაწყვიტა თავის შვილს გაყვეს. მოგვიანებით მომღერალმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:

"ბოდიში, ეს არ უნდა მეთქვა. პოლიციელებთან ერთად ვარ და საავადმყოფოში მივდივართ. დაკარგული ვარ შვილის გარეშე და საკუთარი თავი მძულს. შეინს მაინც ვიპოვი, საავადმყოფო დროებითი შეფერხებაა". – წერს მომღერალი.

კომენტარები