2022 წელს გარდაცვლილები

შინეიდ ო'კონორის 17 წლის ვაჟი გაუჩინარებიდან 2 დღეში გარდაცვლილი იპოვეს

ირლანდიელი მომღერლის, შინეიდ ო'კონორის 17 წლის ვაჟი გაუჩინარებიდან ორ დღეში გარდაცვლილი იპოვეს.

შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავად მომღერალმა Twitter-ზე გაავრცელა.

"ჩემმა ლამაზმა ვაჟმა, ნევიმ ნესტა ალი შეინ ო'კონორმა გადაწყვიტა, დაესრულებინა მიწიერი ბრძოლა დღეს და ახლა ის ღმერთთანაა". – წერს მომღერალი.

შინეიდ ო'კონორის შვილი ხუთშაბათს, 6 იანვარს გაუჩინარდა, მის გარდაცვალებას პოლიციაც ადასტურებს.

კომენტარები