იაპონია

იაპონელების რაოდენობა სწრაფი ტემპით მცირდება, უცხოელების რეკორდულად იზრდება – კვლევა

მთავრობის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, იაპონელების რიცხვი სწრაფი ტემპით შემცირდა, ხოლო უცხოელი მოქალაქეები რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა თითქმის 3 მილიონამდე.

მონაცემებმა აჩვენა, რომ იაპონიის საზოგადოება დემოგრაფიულად მთელი ქვეყნის მასშტაბით ბერდება. მიუხედავად ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების რეკორდულად გაზრდილი რაოდენობა საერთო რაოდენობის შემცირებას დრამატულად არ იწვევს.

იაპონიაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი რეკორდული 2.99 მილიონია, რაც 10.7%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. 

2020 წლის 1 იანვრისთვის, მთელ მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე, იაპონიაში 2.87 მილიონი უცხოელი ცხოვრობდა.

კომენტარები