ქართველი ემიგრანტები

ირლანდიის თავშესაფრებში ყველაზე მეტი მოქალაქე საქართველოდანაა – კვლევა

ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კვლევის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში მცხოვრებ მოქალაქეთა შორის პირველ ადგილს ქართველები იკავებენ. 

2 ივლისს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში 3432 ქართველი ცხოვრობს. ამ რაოდენობით საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნიგერია, ალჟირი და სირია. 

ცნობისთვის, მსგავს საცხოვრებლებში უკრაინის 397 და რუსეთის მხოლოდ 43 მოქალაქე ცხოვრობს.

Dublin Inquirer-ის ინფორმაციით, თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წელს საქართველოდან განაცხადი 2700 ადამიანზე მეტმა შეიტანა.

კომენტარები