ქართველი ემიგრანტები

ფულადი გზავნილების სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2011 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 101.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.6 მილიონი აშშ დოლარით, ანუ 19.5%-ით მეტია. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.0 პროცენტი 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის. მათ შორისაა, რუსეთი (59 მილიონი აშშ დოლარი), საბერძნეთი (7.8 მილიონი აშშ დოლარი), იტალია (6.5 მილიონი აშშ დოლარი), შემდეგია აშშ (6.3 მილიონი აშშ დოლარი), უკრაინა (4.6 მილიონი აშშ დოლარი). 2011 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.4 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 200 ათასი ლარით ნაკლებია. 

კომენტარები