ჩინეთი

ჩინეთში სკოლის სპორტული დარბაზის ჭერის ჩამონგრევას 11 ადამიანი ემსხვერპლა

CGTN

23 ივლისს ჩინეთში სკოლის სპორტული დარბაზის ჭერი ჩამოინგრა, რის გამოც 11 ადამიანი დაიღუპა. 

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, 14 ადამიანი ნანგრევებიდან ამოიყვანეს და ამჟამად ნანგრევებში ერთი ადამიანი რჩება. ნანგრევებიდან ამოყვანილი პირებიდან 11 გარდაიცვალა. ქალაქ ციციხარის ლონგშას ოლქის 34-ე სკოლა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ჩინეთის ჩრდილოაღმოსავლეთით, ხეილონგძიანგის პროვინციაში მდებარეობს. ჩინეთის აღნიშნულ რეგიონში უკანასკნელ დღეებში ხშირი წვიმა იყო, რამაც წყალდიდობები გამოიწვია. 

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ სკოლის დარბაზის სახურავში კონსტრუქტორებმა უკანონოდ მოათავსეს პერლიტი, წყლის მაღალი შეწოვადობის მინერალი. ძლიერი წვიმების დროს პერლიტმა შეიწოვა წყალი და დამძიმდა, რასაც სპორტული დარბაზის სახურავის ჩამოგდება მოჰყვა. 

უბედური შემთხვევის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს. დარბაზის კონსტრუქციაში ჩართული პირები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

კომენტარები