ალტ-ინფო

2022 წელს კოკა მორგოშიას პენსიონერმა მამიდამ ალტ-ინფოს 1 მილიონი ლარი შესწირა

კონსტანტინე მორგოშია
კადრი ვიდეოდან/ TV პირველი

კომუნიკაციების კომისიის გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ძალადობრივი, პუტინისტური ტელეკომპანიის, ალტ-ინფოს შემოსავალმა 2022 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი შეადგინა. მიღებული თანხის 99.8% კომპანიის მფლობელის შემოწირულებაა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია ალტ-ინფოს 50% კოკა მორგოშიას მამიდას, ციალა მორგოშიას ეკუთვნის, დანარჩენი 50% კი ალექსანდრე ქარდავას.

ტელეკომპანიის ანგარიშებზე თანხის შემოწირულობის სახით ოფიციალური შემტანი პირი, კოკა მორგოშიას მამიდა, პენსიონერი ციალა მორგოშიაა.

ევროპარლამენტის LGBT+ უფლებებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც 157 პარლამენტარისგან შედგება, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს, ჰელენა დალის წერილით მიმართავენ და Pride Fest-ის დარბევაში მონაწილე სუბიექტების დასანქცირებას ითხოვენ.

მტკიცედ მოგიწოდებთ მიიღოთ "ალტ-ინფოს" ჯგუფზე და ჯგუფის უკან მდგომ ოლიგარქზე, კონსტანტინ მორგოშიაზე მიმართული სანქციები". - ვკითხულობთ წერილში.

ევროპარლამენტართა ჯგუფის მოწოდებას თავად ძალადობრივი და პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია გამოეხმაურა, რომელმაც ჯერ თავი მელიტონ ქანთარიას შეადარა, შემდეგ კი სამოგზაუროდ ლათინური ამერიკა შეარჩია. 

"ევროპაში ხშირად დავდივარ და მაგის პრობლემა არ მაქვს, ეს დროებითი იქნება. საქმე საქმეზე რომ მიდგა, არც მელიტონ ქანთარიას ჰქონდა ვიზა, მაგრამ დანიშნულების ადგილას ჩავიდა. ამიტომ, მეც მოვიფიქრებ რამეს [...] როცა ამ ბრძოლაში ვართ, ეს მოსალოდნელი იყო და არის. არ ვიცი, კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებაზე რა რეაგირება იქნება, მაგრამ ბიზნესის მიმართულებით მე არაფერი პრობლემა არ და ვერ მექნება. ამაზე ვიზრუნე და არც ვმალავ, რომ ჩემს სახელზე არაფერი არ არის. თუ მოგზაურობაზეა საუბარი, ლათინურ ამერიკაში ბევრად უფრო კარგი კლიმატი და ბუნებაა და წავალ, იქ დავისვენებ. რა პრობლემაა". - თქვა მორგოშიამ.

კომენტარები