ევროპული საქართველო

კირთაძე: როდესაც ქართული ოცნება დამარცხდება, მორგოშიებიც დამარცხდებიან

ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ძალადობრივი და პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერის, კოკა მორგოშიას შესაძლო დასანქცირებას გამოეხმაურა. კირთაძის თქმით, მორგოშია ქართული ოცნების ნაწილია და როდესაც ოცნება დამარცხდება, "მორგოშიებიც დამარცხდებიან".

"დასავლეთის სანქციებზე ჩვენ ადგილზე გავლენა არ გვაქვს. რაზეც გავლენა გვაქვს, უმჯობესია, რომ სწორედ ამაზე ვკონცენტრირდეთ - ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კოკა მორგოშია ქართული ოცნების ნაწილია და როდესაც ოცნება დამარცხდება, მორგოშიებიც დამარცხდებიან. თუმცა, ეს მისასალმებელი იმ თვალსაზრისით არის, რომ როცა ინდივიდუალურად დასანქცირება მოხდება, შესაძლოა, ამან შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით ბევრი მოძალადე დააფიქროს". - ამბობს კირთაძე.

18 ივლისით დათარიღებულ წერილში ევროპარლამენტის LGBT+ უფლებებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც 157 პარლამენტარისგან შედგება, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს, ჰელენა დალის წერილით მიმართავენ და Pride Fest-ის დარბევაში მონაწილე სუბიექტების დასანქცირებას ითხოვენ.

მტკიცედ მოგიწოდებთ მიიღოთ "ალტ-ინფოს" ჯგუფზე და ჯგუფის უკან მდგომ ოლიგარქზე, კონსტანტინ მორგოშიაზე მიმართული სანქციები". - ვკითხულობთ წერილში.

კომენტარები