პოლონეთი

პოლონეთში თვითმფრინავი ანგარს დაეჯახა – დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა 7

EPA

პოლონეთში, ვარშავასთან ახლოს, მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელშიც 3 ადამიანი იმყოფებოდა, ანგარს დაეჯახა. შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, პილოტიც. დაშავებულია 7. 

არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო ანგარს თავს 13 ადამიანი აფარებდა. სამაშველო ჯგუფის ცნობით, შეჯახების მიზეზიც, სავარაუდოდ, ცუდი ამინდი გახდა. 

სოფელი, რომელშიც შემთხვევა მოხდა, დედაქალაქ ვარშავიდან 47 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.  

მომხდარი ადგილობრივმა სახანძრო სამსახურმა დაადასტურა და შემთხვევის ადგილიდან ფოტო გამოაქვეყნა. 

კომენტარები