საქართველოს საპატრიარქო

მამა ანდრია ილია II-ზე: დღესასწაულებზე სიცრუის გავრცელება ჩვეულებრივ ამბად აქციეს, სირცხვილია

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მამა ანდრიას განცხადებით, სხვადასხვა "წყაროები" ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებენ და პატრიარქის შესახებ ცრუ ინფორმაციას ყოველ დღესასწაულზე ავრცელებენ. 

"ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაცია, სკანდალის აგორება და ამით საკუთარი თავისკენ ყურადღების მიპყრობა, საზოგადოების დაზაფრა "წყარომ" თუ "წყაროებმა", სამწუხაროდ, მუდმივ საქმიანობად გაიხადეს. ყოველ დღესასწაულზე პატრიარქის შესახებ სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია ჩვეულებრივ ამბად აქციეს, სირცხვილია". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

გუშინ, 13 ივნისს, ილია II სვეტიცხოვლობის წირვას არ დაესწრო. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ის არცერთ წირვა-ლოცვასა და დღესასწაულს არ ტოვებდა, თუმცა "ბოლო პერიოდში ფიზიკურად უჭირს". 

კომენტარები