ნოდარ მელაძე

ნოდარ მელაძის მანქანის გაქურდვის საქმეზე შსს-მ 1 ადამიანი დააკავა

ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის მანქანის გაქურდვის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ადამიანი დააკავა. 

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

გუშინ, 13 ივლისს ნოდარ მელაძემ დაწერა, რომ მისი მანქანიდან სამსახურის გარე ვინჩესტერი მოიპარეს. 

“დაშინება ძარცვის იმიტაციით, შუაგულ თბილისში სამი კამერის თავლთახედვის არეალში 
მდგარი მანქანა ასე დამხვდა. 

წაიღეს სამსახურეობრივი გარე ვინჩესტერი. რაც მანქანაში იდო საათები, სათვალები პირადი ნივთები ხელუხლებელია”. - დაწერა მელაძემ.

კომენტარები