ნოდარ მელაძე

ნოდარ მელაძე: ჩემი მანქანიდან სამსახურებრივი გარე ვინჩესტერი წაიღეს

ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე წერს, რომ გაქურდეს და მისი მანქანიდან სამსახურის გარე ვინჩესტერი წაიღეს. 

“დაშინება ძარცვის იმიტაციით, შუაგულ თბილისში სამი კამერის თავლთახედვის არეალში 
მდგარი მანქანა ასე დამხვდა. 

წაიღეს სამსახურეობრივი გარე ვინჩესტერი. რაც მანქანაში იდო საათები, სათვალები პირადი ნივთები ხელუხლებელია”. - დაწერა მელაძემ.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები