NATO-უკრაინა

ოსტინი: ეჭვგარეშეა, უკრაინა გახდება NATO-ს წევრი ომის დასრულების შემდეგ

Michael Probst/AP

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ უკრაინა ეჭვგარეშედ გახდება NATO-ს წევრი, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება. 

ვილნიუსში NATO-ს სამიტის შემდეგ CNN-თან ინტერვიუში ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ უკრაინისა და NATO-ს შეიარაღებისა და წვრთნის სტანდარტების დასაახლოვებლად ჯერ კიდევ არის სამუშაო გასაწევი.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება NATO-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან აახლოებს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს ალიანსის სტანდარტებთან. 

კომენტარები