ჩინეთი-ტაივანი

კუნძულთან 34 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი შევნიშნეთ - ტაივანი

GETTY IMAGES

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, შენიშნეს 34 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი, რომლებიც კუნძულის მახლობლად დაფრინავდნენ.

ამას გარდა, კუნძულთან დააფიქსირეს 4 ჩინური საბრძოლო გემიც, რომლებიც "საბრძოლო მზადყოფნის" პატრულირებას ახორციელებდნენ.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები