პრაიდის ფესტივალი

TBILISI PRIDE ფესტივალის ჩაშლაზე: თავდასხმა წინასწარ შეთანხმებულია შსს-სა და ალტ-ინფოს შორის

"დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის" - წერს TBILISi პრაიდი კვირეულის დასკვნითი ღონისძიების, PRIDE FEST-ის ჩაშლასა და მონაწილეების ევაკუაციაზე.

Tbilisi Pride Fest 2023 დღეს, 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ქოც-ორკები შეიკრიბნენ და ფესტივალის ტერიტორიისკენ დაიძრნენ, მათი ნაწილი ტერიტორიაზე შეიჭრა. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა".

კომენტარები