რუსული ნავთობი

ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტმა ივნისში მორიგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

Reuters

გასულ თვეს ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტმა მორიგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ანალიტიკური კომპანია Kpler-ის ნედლეულის ანალიზის ხელმძღვანელის, ვიქტორ კატონას თქმით, ივნისში რუსული ნავთობის იმპორტი დღიური მოცულობა 2.2 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. მისივე თქმით, რუსული ნავთობის იმპორტი ზედიზედ მე-10 თვეა იზრდება. ანალიტიკური კომპანიის მონაცემებით, რუსეთისგან მიღებულმა ნავთობმა გადააჭარბა საუდის არაბეთისა და ერაყის ერთობლივ გადაზიდვებს.

ინდოეთი რუსული ნავთობის მთავარი მომხმარებელი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა. ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ მომავალი თვიდან მოსალოდნელია, რუსული ნავთობის იმპორტი შემცირდეს, ინფრასტრუქტურულ პრობლემებისა და ინდოეთის სურვილის გამო, სხვა მომწოდებლებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს. 

Kpler-ის ანალიტიკოსების განმარტებით, იმპორტი ასევე შეიძლება შემცირდეს მომავალ თვეში რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შემცირების გამო.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Indian Oil Corp. ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსული ნედლი ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი იყო, მეორე ადგილს კი Reliance Industries Ltd იკავებდა.

Kpler-ის ანალიტიკოსის განმარტებით, მთლიანობაში ინდოეთის ურალის იმპორტმა ივნისში მორიგ რეკორდს მიაღწია და დღეში 1.5 მილიონი ბარელი შეადგინა. 

კომენტარები