როგორც არ უნდა უყურებდეს ამ საკითხს საქართველოს რომელიმე მოქალაქე, უდავო ფაქტია რომ ეს საქართველოსთვის არის ცუდი და უწყობს ხელს ქვეყნის დასავლეთისგან იზოლაციას, რისი უკვე განუყოფელი ნაწილია უკრაინა. ამ რეჟიმისგან ეს არანაირად არ უნდა გვიკვირდეს და მათზე ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს. ამ ხალხს, ივანიშვილს არჩეული აქვს ანტიდასავლური კამპანია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების გზად. ეს პუტინისტური სულისკვეთებაა მისი მთავარი ხაზი და სააკაშვილის ამბავი ძალის დემონსტრირების შესაძლებლობაა, რასაც ხელს უწყობს მისივე და მისი გუნდის არათანმიმდევრული საქციელი, რბილად რომ ვთქვათ. ამიტომ ჩვენ ფოკუსი უნდა გვქონდეს ერთადერთ რამეზე, ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლაზე. ეს არის გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა.
tbl.ge/6fjl
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. გუშინ, 4 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




