ვაგნერის ჯგუფი

ვაგნერს ხელისუფლებისგან 858 მილიარდი რუბლი ჰქონდა მიღებული – რუსული სამთავრობო მედია

ვაგნერის ჯგუფის სამხედრო
РИА

რუსული სამთავრობო ტელეარხ Россия 1-ის გადაცემაში პროპაგანდისტმა, დმიტრი კისელიოვმა თქვა, რომ ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ ვაგნერის ჯგუფს სახელწმიფოსგან, კონტრაქტების მეშვეობით, აღებული აქვს დაახლოებით 858 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარი). ამას გარდა, კომპანია კონკორდმა, რომელიც ასევე პრიგოჟინს ეკუთვნის, 845 მილიარდი რუბლის ღირებულების სამუშაო შეასრულა.

"ევგენი პრიგოჟინის მიერ დაარსებულმა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტებით მიიღო 858 მილიარდ რუბლზე ოდნავ მეტი. ეს დაახლოებით ტრილიონია. ჰოლდინგი კონკორდი ასრულებდა მომსახურებას 845 მილიარდი რუბლის ოდენობის სანაცვლოდ. ეს არ ნიშნავს, რომ ამდენი გამოიმუშავეს, მაგრამ მაინც საუბრობს ბიზნესისა და ამბიციების მასშტაბებზე". – თქვა კისელიოვმა.

27 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საბოლოოდ აღიარა, რომ ვაგნერის ჯგუფს სახელმწიფო აფინანსებდა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

კომენტარები