დეპოლარიზაცია

ზურაბიშვილი: თუ გვგონია, რომ დეპოლარიზაციას კანდიდატის სტატუსით მივაღწევთ, ეს არ მოხდება

ჩვენ თუ გვგონია, რომ დეპოლარიზაციას მივაღწევთ, იმიტომ, რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, მეორე დღეს გავიღვიძებთ და უცებ ერთმანეთი შეგვიყვარდება, ეს არ მოხდება. [არ განმუხტავს ვითარებას] იმიტომ, რომ შევალთ საარჩევნო პერიოდში. რა განმუხტვა და რის განმუხტვა, თუ ამ დღეში მივედით [არჩევნებამდე]. ჩვენ ახლა გვაქვს ყველაზე დიდი შანსი, რომ გავერთიანდეთ იმ ერთ საკითხზე, რომელიც მართლაც არის ხალხში გაერთიანებული და, სხვათა შორის, არის ის საკითხი, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ პარტიაშიც არის ერთგვროვნად აღქმული. ყველას, ვისაც აქვს საშუალება, პასპორტები, ყველას უნდა ევროკავშირში. ერთი მაჩვენეთ, ვინ აგზავნის თავის შვილებს რუსეთში. მაშინ ვიტყოდი, რომ ვიღაც არის პრორუსი, მე არ ვიიც ასეთი არავინ და მაჩვენეთ.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას.  

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის პრობლემა კანდიდატის სტატუსის მიღებით მოგვარდება, მისივე სიტყვებით, თუ დასავლელი პარტნიორები "რეალურად არიან დაინტერესებულნი, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქვეყანაში, ქვეყანამ, ხალხმა და ჩვენმა მთავრობამ უნდა მიიღოს სტატუსი".

კომენტარები