ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც არ შესრულდა ისევ და ისევ ამ უპასუხისმგებლო ოპოზიციის დესტრუქციული საბოტაჟის, ბოიკოტის გამო, არის პოლარიზაციის შემცირება. დასრულება, ალბათ, შეუძლებელია, მოგეხსენებათ, პოლარიზაცია ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ შემცირებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სტატუსის მინიჭება. მე მათ ვუთხარი და ღიად ვამბობ, თუ რეალურად ისინი არიან დაინტერესებულნი და მჯერა, რომ არიან, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქვეყანაში, ქვეყანამ, ხალხმა და ჩვენმა მთავრობამ უნდა მიიღოს სტატუსი. ეს არის აუცილებელი.
საქართველო-ევროკავშირი
პრემიერი: თუ რეალურად არიან პოლარიზაციის შემცირებით დაინტერესებული, სტატუსი უნდა მივიღოთ
tbl.ge/6fdk
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი: EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
- კობახიძე: როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც გაიუფასურა თავი
- კობახიძე რეზოლუციაზე: პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება




