დეპოლარიზაცია

დავითულიანი: პარტნიორთა ნაწილი თან დეპოლარიზაციას გვთხოვს და თან პოლარიზაციას ხელს უწყობს

ამ ვითარებაში დეპოლარიზაციაზე საუბარი ძალიან რთულია. მაშინ, როცა ჩვენ მიმართ რეკომენდაციად დეპოლარიზაციის მოთხოვნა დგას, ამის პარალელურად, მაგალითად, დემოკრატიის ისეთ მექაში, როგორიცაა აშშ, პოლიტიკა ძალიან პოლარიზებულია. ამის პარალელურად, მე მგონია, რომ ხშირად გარკვეული ჯგუფები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთი ხელით თან დეპოლარიზაციას გვთხოვენ და თან ხშირად ხელს უწყობენ პოლარიზაციას, როგორც თავისი განცხადებებით, ისე რაღაც წამახალისებელი ქმედებებით. ამიტომ, ყველაფერი მესმის. მთავარი ისიც არ არის, გარედან რას გვთხოვენ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მართლა უნდა შევძლოთ ამ დუღილის პროცესისა და ერთმანეთის მიმართ ამ დამოკიდებულების იმ დონეზე დაყვანა, რომ მინიმუმ, ლაპარაკი შეგვეძლოს. თორემ, ასე თუ გაგრძელდა, გაღრმავდა და მეტი პოლარიზაციისკენ წავედით, სადღაც ეს ძაფი გაწყდება და შეიძლება, უბედურება დატრიალდეს, ჯვარი გვწერია. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა TV იმედის ეთერში. 

კომენტარები