დეპოლარიზაცია

კობახიძე: დღეს პოლარიზაციის ხარისხი უფრო დაბალია, მიზეზი რადიკალური ოპოზიციის დასუსტებაა

ჩვენ გვქონდა საუბარი, დღესაც ევროპარლამენტარებთანაც, დღეს პოლარიზაციის ხარისხი უფრო დაბალია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ, ამას მარტივი მიზეზი აქვს - ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დასუტებულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მოცემულობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. რეალურად მთავარი წამალი დეპოლარიზაციის ესაა. მთავარი პრობლემა პოლარიზაციაც არაა - რადიკალიზმია. ის, რომ დღეს ეს რადიკალური ნაწილი [ოპოზიციის] დასუსტებულია, იძლევა კარგ შედეგს. შედეგია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება, დღეს არის მეტი სიმშვიდე ქვეყანაში და ეს არის სწორედ მათი დასუსტების შედეგი.

ასე პასუხობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კითხვას, ჩანს თუ არა დეპოლარიზაციის ნიშნები.

კომენტარები