დეპოლარიზაცია

კობახიძე: პოლარიზაციას აღვივებს ევროპარლამენტის რეზოლუცია – ისიც, მას ელჩი რომ არ ემიჯნება

ჩვენ ვიცით, რომ პოლარიზაცია საქართველოში პრობლემაა. სწორედ ამის გამო მნიშვნელოვანია, რომ ყველა გაემიჯნოს ისეთ აქტივობებს, რომელიც პოლარიზაციას აღვივებს. მაგალითად, როდესაც ევროპარლამენტი რეზოლუციას იღებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჩვენი პარტიის დამფუძნებელია, უნდა დაისაჯოს. ამის არანაირი არგუმენტი და არავითარი საფუძველი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ასეთი რეზოლუცია აღვივებს პოლარიზაციას. როდესაც ამას ელჩი არ ემიჯნება, ბუნებრივია, ესეც აღვივებს. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებასა და შემცირებაზე ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. როდესაც გარკვეული ნაბიჯები იდგმევა, რომელიც პოლარიზაციისკენ არის მიმართული, მაგალითად: გამუდმებით სანქციებზე საუბარი, ტექნიკური პარლამენტის შექმნის მცდელობა და ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის მიერაა დაფუძნებული. ასევე, ეს არის NGO-ბის მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, სექტემბერში აქციების დაანონსება და ა.შ. ესენია პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ ელჩი თითოეულ მაპოლარიზებელ ნაბიჯს გაემიჯნოს. ეს საზოგადოებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათ უნდა იცოდნენ, ელჩი პოლარიზაციის მხარეს დგას თუ დეპოლარიზაციის.

ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

კომენტარები