რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესპანეთის პრემიერმინისტრი უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ნიშნად კიევში ჩავიდა

ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ნიშნად კიევში ჩავიდა. დღეიდან წლის ბოლომდე ესპანეთი ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

სანჩესი კიევის რკინიგზის სადგურიდან ვიზიტის კადრებს Twitter-ზე აქვეყნებს. 

"უკვე კიევში ვარ. მსურს, პირველი ღონისძიება, რომელიც ესპანეთის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართება, უკრაინაში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იყოს. მთელი ევროპის სახელით სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინის მთავრობასა და პარლამენტს. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, სანამ ევროპაში მშვიდობა არ აღდგება". - წერს პედრო სანჩესი. 

კომენტარები