არა თუ წახალისებული, პირიქით, ხელისუფლებამ თითოეულ ასეთ ფაქტზე მოახდინა რეაგირება, დაიცვა ყველა მოქალაქის უსაფრთხოება, ვინც აგრესიის სამიზნე იყო. ეს წინა შემთხვევებსაც შეგახსენებთ, როცა ასევე უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და სამართალდამცავებს, ნახეთ, რომ ყველა მიეცა პასუხისგებაში და თითოეულ ფაქტზე იყო რეაგირება. რაც შეეხება ამ სამარცხვინო ცილისწამებას, იმის ნაცვლად, რომ ბატონ მშვილდაძემ სამართალდამცავებს სათანადო შეფასება მისცეს, რომ მათ შეასრულეს თავისი სამუშაო და მოახდინეს რეაგირება, პასუხისგებაში მისცეს პირი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა, განაგრძობს მთელი ოპოზიცია ისევ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას. სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით რადიკალურ ოპოზიციას, რომ ამ წლების განმავლობაში ისინი მხოლოდ ზიზღის, ცილისწამების, ძალადობის კამპანიებით არიან დაკავებული. მუდმივად შეურაცხყოფენ ჩვენი მოქალაქეების ძვირფას ღირებულებებს, იქნება ეს რელიგიური საკითხები, იქნება ეს ჩვენი ქვეყნის ისტორია...
საქართველოს პარლამენტი
თალაკვაძე თავდასხმებზე: არათუ წახალისება, პირიქით, მთავრობამ ყველას უსაფრთხოება დაიცვა
tbl.ge/6fbu
დაკოპირდა

ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




