ენმ

ენმ-ს სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს სახლთან ნიღბებით დახვდნენ და სცემეს – ხაბეიშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პარტიის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს სახლთან ნიღბიანი პირები დახვდნენ და სცემეს. 

"რამდენიმე წუთის წინ, "ნიღბებით" საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი - დავით ოსიყმიშვილი...

სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა .... "ბესპრიძელია" - ივანიშვილმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა სიკვდილი და ძალადობა დაგვიანონსეს... მოქმედება დაწყებული აქვთ..." - დაწერა ხაბეიშვილმა. 

კომენტარები