თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე

ღუდუშაური: მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს

რა თქმა უნდა, ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, ხაზს ვუსვამ, ყოველგვარი და ამაში იგულისხმება, მათ შორის, მაგ ცრუპენტელას განცხადებები, როცა თავის ტელევიზიას იყენებს იმისთვის, რომ ხალხზე იძალადოს. ნუ დაავიწყდება, რომ ესეც ძალადობაა, როცა უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ეხება მას, ბუნებრივია, ეს რისკები მან უნდა გაზომოს. ჩვენთვის ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ყოველგვარი ძალადობა და როცა იმუქრება, რომ თურმე სასწაულებს ჩაიდენს და გააღრმავებს უფრო ამ ლანძღვა-გინებას, მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა IPN-ის ცნობით. ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ.

კომენტარები