თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე

მაჭარაშვილი: მიშა მშვილდაძემ ნორმალური ენით უნდა ისაუბროს

როდესაც საჯარო სივრცეში გამოდიხარ და ძალიან კარგად იცი, რომ ქვეყანაში აბსოლუტური უმრავლესობა შენს პოზიციაზე არ არის და ამ უმრავლესობას, საზოგადოებას ვგულისხმობ, ლანძღავ, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებ და სიძულვილის ენით გამოირჩევი, ამ შემთხვევაში, საზოგადოების წევრებისგან მადლობის გადახდას არ უნდა ელოდო. ზოგადად, ეს მოცემულობა არსებობს [...] რასაც იტყვის, იმას უნდა ელოდოს [...] მიშა მშვილდაძემ ნორმალური ენით უნდა ისაუბროს.

ამბობს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი. 27 ივნისს ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა მას სახეში ჩაარტყა. როგორც მშვილდაძე ამბობს, თავდამსხმელმა უთხრა - "შენ პატრიარქს როგორ აგინებ". 

კომენტარები