თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი Facebook-ზე წერს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი Facebook-ზე წერს, რომ 27 ივნისს ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს მან სცემა.

"მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ". – წერს გუგეშაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკოლოზ გუგეშაშვილის იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ. როგორც მშვილდაძე ამბობს, თავდამსხმელმა უთხრა – "შენ პატრიარქს როგორ აგინებ".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები