შსს

შსს-ს ვერტმფრენის წინა შასი მიწას შეეხო – ავარიული ინციდენტი მყინვარწვერზე (VIDEO)

სასაზღვრო პოლიციის MI – 8 ტიპის ვერტმფრენს ავარიული ინციდენტი შეემთხვა. შსს-ს ცნობით, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, "ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარი გადაადგილების გამო", ვერტმფრენის წინა შასი მიწას შეეხო.

"ამან გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა, გამოცდილმა და პროფესიონალმა მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება, მეორე წრის განხორციელება, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება" - აცხადებს შსს.

კომენტარები