რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 8 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა

მაშველები ნანგრევებში ხალხს ეძებენ 27 ივნისის იერიშის შემდეგ.

უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რუსეთის სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. 

დაშავდა 56 ადამიანი, მათგან 3 უცხოეთის მოქალაქეა. მაშველებმა გადაარჩინეს 3 ადამიანი.

მაშველები ნანგრევების წმენდვისა და დაშავებულთა ძებნის სამუშაოებს აგრძელებენ.

დონეცკის ოლქში მდებარე კრამატორსკზე იერიში 27 ივნისის ღამეს მიიტანეს.

კომენტარები