პირველ რიგში, ნუცა არის უნიჭიერესი მომღერალი და ასეთი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ასეთი შვილების დაბულინგება იმის გამო, რომ მეგობრის დაბადების დღეზე იმღერებენ, არათუ საღ აზრს მოკლებულია, არამედ მიზანმიმართული, ვითომ ტრენდის შემადგენელი ნაწილია და დამაზიანებელია არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანისთვის, არამედ ქვეყნისათვის. შენი ქვეყნის ძალიან ნიჭიერ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო. ასეთი ბულინგი არ უნდა მოიფიქრო, არ უნდა დააბრალო მას რაღაც. ერთია დაბადების დღეზე სიმღერა რომელიმე ქვეყანაში, თუნდაც ეს ოკუპანტი ქვეყანა იყოს, მეგობართან ჩასვლა, ამის გამო დაბულინგება და მეორეა, რომ ათასჯერ უარესებს არავინ არაფრად არ აგდებს ხოლმე.
ქართული ოცნება
მდინარაძე ბუზალაძეზე: ნუცა უნიჭიერესია, ქვეყნის ასეთი შვილების ბულინგი საღ აზრს მოკლებულია
tbl.ge/6f6n
დაკოპირდა

ამავე თემაზე
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი
- კობახიძე: ივანიშვილის რჩევით ხშირად ვსარგებლობ, რაც ყოველთვის ფასდაუდებელია
- კობახიძე: ივანიშვილის პოლიტიკური წონა გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს ეფუძნება




