რაც შეეხება ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს, სანქციების შეერთება/არ შეერთებას. ჩვენ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რომელზეც თავიდანვე ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის დამაზიანებელი იქნება. როდესაც სანქციების შეერთებისკენ მოგვიწოდებენ, ვიცით, რომ ამით დავაზიანებთ ჩვეულებრივ გლეხს, მშრომელ ადამიანს, ვინც 24-საათიან რეჟიმში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაღაც პროდუქტი, პროდუქცია შექმნას და შემდეგ, ამის რეალიზაცია მოახდინოს, თუნდაც რუსულ ბაზარზე. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, როდესაც ამით შემოსავალს იღებს ქართველი გლეხი, ქართული ბიზნესი და რა თქმა უნდა, ეს არის ქართულ ეკონომიკაში შემოსული თანხები. შესაბამისად, თუ ჩვენ იმ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ამ სანქციებს ვუერთდებით, ამით რუსულ ეკონომიკას კი არ დავაზიანებთ, არამედ, დავაზიანებთ ჩვენს ხალხსა და ქართულ ეკონომიკას.
საქართველო-რუსეთი
კალაძე: როცა სანქციების შეერთებისკენ მოგვიწოდებენ, ვიცით, ამით ჩვეულებრივ გლეხს დავაზიანებთ
tbl.ge/6eyv
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- ზახაროვა: საქართველომ, EU-ს უხეში ზეწოლის მიუხედავად, მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია
- სებ-ს ჰქონდა რეაგირება, დანარჩენი საინტერესო არაა – კობახიძე სანქცირებულ კომპანიებზე
- UK-ის მიერ სანქცირებულ კომპანიებზე დაწყებულია გამოძიება, დაკავებულია 1 პირი - საგამოძიებო
- რუსულ სავაჭრო ბირჟებზე ფოკუსირებულ 3 ქართულ კომპანიას ვასანქცირებთ – ბრიტანეთი
- ოლისოვი შიო III-ს: ვიმედოვნებ, ხელს შეუწყობთ რუსეთ-საქართველოს ეკლესიათა კავშირის გამყარებას




