საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია აქვეყნებს საკუთარი ხელმძღვანელის, დმიტრი ოლისოვის, გზავნილს, რომელიც შიო III-ს გაპატრიარქების შემდეგ გადასცეს.
"თქვენი სახით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ივერიის 1700 წლის სახელგანთქმულმა ეკლესიამ შეიძინა ახალი წინამძღვარი და მარადსახსენებელი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის, ღვაწლის ღირსეული გამგრძელებელი.
რუსეთში დიდი სიხარულით შეხვდნენ ცნობას, საკუთარი მამობრივი სიბრძნითა და მსოფლიო მართლმადიდებლობის კანონიკური საფუძვლებისადმი უკომპრომისო ერთგულებით ცნობილი, ასეთი დიდი გამოცდილების მქონე მღვდელმთავრის არჩევის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ თქვენი მომავალი საპატრიარქო მსახურება ხელს შეუწყობს რუსეთისა და საქართველოს და ეკლესიებს შორის ტრადიციული სანდო კავშირის გამყარებასაც." - ნათქვამია ოლისოვის მისალოც წერილში.




