რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: სამხედრო ტყვეების უნგრეთში დეპორტაცია ორბანის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აღნიშნავს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი პირადად არის დაინტერესებული უკრაინელი სამხედრო ტყვეების რუსეთიდან უნგრეთში გადაყვანით.

"იყო ერთი მარტივი მიზანი: ვიქტორ ორბანს უნდა ეჩვენებინა უნგრელებისა და უნგრეთისთვის, ასევე უნგრეთის გარეთ, რომ ის არის მათი ერთადერთი დამცველი. მთელი ეს ოპერაცია ერთი ადამიანის პოლიტიკური ინტერესებით მოხდა". - თქვა კულებამ.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების რუსეთიდან გაყვანა "არსებითად ფარული ოპერაციაა", რომელშიც, არაოფიციალური ინფორმაციით, "უნგრეთის გარდა, სხვა მოთამაშეებიც უნდა იყვნენ ჩართულნი".

"ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ, აკეთონ ის, რაც უნდათ. ფაქტობრივად, ეს ასე არ არის. ისინი კონტროლს ექვემდებარებიან და ნათესავებთან შეხვედრებიც კი დოზირებულად აქვთ. კონსულსა და ელჩს მათთან სტუმრობის უფლება არ აქვთ. მიუხედავად ჩვენი დაჟინებული მოთხოვნისა და ჩვენ ახლა ვიყენებთ ყველა ბერკეტს იმისათვის, რომ გვქონდეს წვდომა ჩვენს მოქალაქეებთან და დავაბრუნოთ სახლში". - აღნიშნა კულებამ.

კომენტარები