გარდაცვალება

ქალი, რომელმაც საკუთარ გასვენებაში ნათესავებს კუბოზე დაუკაკუნა, ერთ კვირაში გარდაიცვალა

Ecuador Comunicación/The Guardian

ეკვადორში ქალი, რომელმაც საკუთარ გასვენებაში ნათესავებს კუბოზე დაუკაკუნა, ერთ კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა

პირველად ექიმებმა 76 წლის ბელა მონტოია გარდაცვლილად გასულ კვირას ქალაქ ბაბაჰოიოში მდებარე საავადმყოფოში გამოაცხადეს. როდესაც გასვენებაში მგლოვიარეებმა კუბოდან კაკუნი გაიგონეს, ქალი იმავე საავადმყოფოში სამკურნალოდ მალევე დააბრუნეს. 

7-დღიანი ინტენსიური თერაპიის შემდეგ ეკვადორის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ იგი პარასკევს, 16 ივნისს იშემიური ინსულტით გარდაიცვალა.

ადგილობრივ გაზეთთან საუბრისას, მისმა ვაჟმა, გილბერტო ბარბერამ თქვა:

"ამჯერად დედაჩემი მართლაც გარდაიცვალა. ჩემი ცხოვრება ისეთივე ვეღარ იქნება".

აღნიშნული შემთხვევის შესასწავლად ეკვადორის ჯანდაცვის სამინისტრომ ექსპერტთა კომისია მოიწვია.

კომენტარები