გარდაცვალება

თელავში 70 წლის კაცი 4-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთადან გაუჩინარებული 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცის ცხედარი მისმა თანასოფლელმა შენიშნა და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

კაცს 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები