ეკვადორი

ეკვადორში ქალმა, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, ნათესავებს კუბოდან დაუკაკუნა

Ecuador Comunicación/The Guardian

ეკვადორში 76 წლის ქალმა, ბელა მონტოიამ, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, ნათესავებს კუბოზე დაუკაკუნა

"ამან ყველა შეგვაშინა". - თქვა მონტოიას შვილმა გილბერტო ბარბერამ Associated Press-სთან და დასძინა, რომ ექიმების თქმით, დედამისის მდგომარეობა მძიმეა. 

ბელა მონტოია საავადმყოფოში პარასკევს, 9 ივნისს გულის შეტევით გადაიყვანეს. მორიგე ექიმმა ჩათვალა, რომ იგი გარდაცვლილი იყო. 

მისი შვილის, გილბერტო ბარბერას თქმით, დედამისი უგონო მდგომარეობაში იყო, როდესაც ის სასწრაფო დახმარების ოთახში გადაიყვანეს. რამდენიმე საათში კი ექიმმა მას აცნობა, რომ დედამისი გარდაცვლილი იყო, რის შემდეგაც ექიმებმა ბარბერას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და გარდაცვალების მოწმობა გადასცეს. 

ბარბერას განმარტებით, მას შემდეგ რაც ექიმმა დედამისის გარდაცვალების შესახებ აცნობა, იგი დამკრძალავ ბიუროში, შემდეგ კი სახლში გადაიყვანეს. 

"იქ დაახლოებით 20 ადამიანი ვიყავით. გაღვიძებიდან დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ კუბოდან ხმები გავიგონეთ. დედაჩემი ზეწრებში იყო გახვეული და კუბოს ურტყამდა. როცა მივუახლოვდით, დავინახეთ, რომ მძიმედ სუნთქავდა". - ამბობს ბარბერა.

ნათესავებმა მონტოია საავადმყოფოში დააბრუნეს და ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშაა. 

ეკვადორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქმეში მონაწილე ექიმების დაკითხვა უკვე დაიწყეს. ამავე ინფორმაციით, შეიქმნა ტექნიკური კომიტეტი, რომელიც შეისწავლის, თუ როგორ გასცემს საავადმყოფო გარდაცვალების მოწმობას.

კომენტარები