გარდაცვალება

გარდაცვალების წამყვანი მიზეზები საქართველოში

თბილისი, საბურთალოს სასაფლაო
panoramio.com

2016 წლის განმავლობაში საქართველოში 50 771 ადამიანი, 26 098 კაცი და 24 673 ქალი გარდაიცვალა. შარშან გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებზე მხოლოდ 5 798-ით ნაკლები იყო.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვალების უმთავრესი მიზეზი გულსისხლძარღვთა დაავადებებია, მეორე ადგილზე კი, სხვადასხვა სახის სიმსივნეები.

გარდაცვალების წამყვანი მიზეზები საქართველოში, 2016 წლის მონაცემების მიხედვით:

  1. სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 17 973 ადამიანი
  2. სიმსივნეები - 6 819 ადამიანი
  3. სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 2 480 ადამიანი
  4. ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 1 627
  5. საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები - 1 571 ადამიანი
  6. ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები - 763 ადამიანი
  7. შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები - 616 ადამიანი
  8. ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა - 554 ადამიანი
  9. ნერვიული სისტემის ავადმყოფობები - 474 ადამიანი
  10. სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები - 354 ადამიანი
  11. პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა - 363 ადამიანი
  12. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები - 100 ადამიანი
  13. თანდაყოლილი ანომალიები - 95 ადამიანი
  14. კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობები - 58 ადამიანი
  15. ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები - 52 ადამიანი
  16. ორსულობა, მშობიარობა - 14 ადამიანი
  17. თვალის ავადმყოფობები - 12 ადამიანი
  18. ყურის დაავადებები - 5 ადამიანი
  19. სხვა დაავადებები, რომლებიც ამ სიაში არ არიან - 16 841 ადამიანი.

კომენტარები