გარდაცვალება

გარდაცვალების წამყვანი მიზეზები საქართველოში

თბილისი, საბურთალოს სასაფლაო
ფოტო: panoramio.com

2017 წლის განმავლობაში საქართველოში 47 822 ადამიანი, 24 423 კაცი და 23 399 ქალი გარდაიცვალა. გასულ წელს გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებზე მხოლოდ 5 471-ით ნაკლები იყო.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვალების უმთავრესი მიზეზი გულსისხლძარღვთა დაავადებებია, მეორე ადგილზე კი, სხვადასხვა სახის სიმსივნეებია.

გარდაცვალების წამყვანი მიზეზები საქართველოში, 2017 წლის მონაცემების მიხედვით:

  1. სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 19 857 ადამიანი;
  2. სიმსივნეები - 6 545 ადამიანი;
  3. სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 2 355 ადამიანი;
  4. ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 1 702 ადამიანი;
  5. საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები - 1 358 ადამიანი;
  6. ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები - 1 002 ადამიანი;
  7. შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები - 796 ადამიანი;
  8. ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა - 636 ადამიანი
  9. ნერვიული სისტემის ავადმყოფობები - 617 ადამიანი;
  10. სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები - 563 ადამიანი;
  11. პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა - 359 ადამიანი;
  12. თანდაყოლილი ანომალიები - 148 ადამიანი;
  13. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები - 111 ადამიანი;
  14. ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები - 62 ადამიანი;
  15. კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობები - 53 ადამიანი;
  16. ორსულობა, მშობიარობა - 14 ადამიანი;
  17. თვალის ავადმყოფობები - 6 ადამიანი;
  18. ყურის დაავადებები - 5 ადამიანი;
  19. სხვა დაავადებები, რომლებიც ამ სიაში არ არიან - 11 639 ადამიანი.

სიკვდილიანობაში გულსისხლძარღვთა დაავადებების მაღალი წილით საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციის ზედა საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. ქვეყნების ამ ჯგუფში სიკვდილიანობის წამყვანი სამეული სისხლის მიმოქცევის დაავადებები, სიმსივნეები და სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებია. ამასთანავე, ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფში გარდაცვლილთა ძირითადი ნაწილი ხანდაზმულია.

სიკვდილიანობის სტატისტიკის შესახებ წაიკითხეთ უფრო ვრცლად - თვეები, როდესაც თქვენი გარდაცვალების ალბათობა ყველაზე მაღალია

კომენტარები