მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა

ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.

"ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ მოშიმშილეები ამის წინააღმდეგი იყვნენ. მე მინდა ამით ყველას დავანახო ის, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ. მე არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, მერე დავინახავ, ერთად დავინახავთ ყველა. გთხოვთ, არა ძალადობას". – თქვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მაღაროელმა.

კიდევ ერთმა გაფიცულმა პროტესტის ნიშნად ხელზე თვითდაზიანებაც მიიყენა. არსებული ინფორმაციით, მან ვენები გადაიჭრა.

ჭიათურაში მე-12 დღეა ყველა მაღარო გაჩერებულია – 3 000-მდე გაფიცული მაღაროელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ხელფასების ზრდას ითხოვს.

მე-7 დღეა 10 მაღაროელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

კომენტარები