თავდასხმა ზურაბ ჯაფარიძეზე

მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს და ვიმედოვნებ, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება – ჩეხეთის ელჩი

ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა

საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ მიკისკა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას გამოეხმაურა. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს

"ცხადია, თვალყურს ვადევნებთ მოვლენებს და ეს ნამდვილად საშინელი განვითარებაა. ძალადობა მიუღებელია საზოგადოებისთვის, კიდევ უფრო ნაკლებად მისაღებია პოლიტიკოსებზე, აქტივისტებზე, ახალგაზრდებზე ძალადობა. მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს და ვიმედოვნებ, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება". - აღნიშნა მიკისკამ.

გირჩი - მეტი თავისუფლებას პრესსამსახურის ინფორმაციით, გორში პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

როგორც ანა ყურაშვილი წერს, მას დაზიანება თვალის არეში აქვს. 

"ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში". - წერს ყურაშვილი. 

ასევე, დღეს ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს ორკები დაესხნენ თავს. მათთან ერთად იყო ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილიც. ორკები სასტუმროს საღებავებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ, ემუქრებოდნენ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებს.

დღეს დაპირისპირება მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, სადაც ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.  

კომენტარები