კანადა

კანადაში ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

Nirmesh Vadera

კანადაში ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა და 10 დაშავდა.

ერთმანეთს შეეჯახა ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო და სატრანსპორტო ავტობუსი, რომელსაც მეტწილად ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გადაჰყავდა. სამაშველო სამსახურები ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას აღასრულებენ. 

"ეს არის დღე, რომელიც მანიტობასა და მთელ კანადაში გვემახსოვრება, როგორც ყველაზე ტრაგიკული და მწუხარე. ყველა, ვინც მოლოდინის რეჟიმშია, ვერც კი წარმომიდგენია რამდენად მძიმეა არ იცოდე ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს მოვა თუ არა საღამოს სახლში. ძალიან ვწუხვარ, რომ უფრო სწრაფად  ზუსტ პასუხებს ვერ გაწვდით". - აღნიშნა სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა, რობ ჰილმა შემთხვევასთან დაკავშირებით. 

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ავტობუსი ცეცხლშია გახვეული და მთლიანად იწვის. 

კომენტარები