აშშ-სირია

სირიაში ვერტმფრენის ავარიის შედეგად 22 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

Darko Bandic/Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების თქმით, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ვერტმფრენის ავარიის შედეგად 22 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევენ, 10 მათგანი კი რეგიონის გარეთ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ვერტმფრენის ავარიის მიზეზებს იკვლევენ, თუმცა ცნობილია, რომ მტრის ცეცხლი ინციდენტში ჩართული არ ყოფილა.

აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ სირიელი ქურთების ძალებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

სირიაში ამ დროისთვის ამერიკის შეიარაღებული ძალების სულ მცირე 900 ჯარისკაცი იმყოფება. ქვეყანაში იმყოფებიან ამერიკელი კონტრაქტორებიც, თუმცა მათი რაოდენობა გამჟღავნებული არ არის.

კომენტარები