რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგია უკრაინას $35 მილიონის ღირებულების საარტილერიო ჭურვებს მიაწვდის

ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდრ დე კროუ და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 2022 წლის 26 ნოემბერი
Belga

ბელგიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ქვეყანა უკრაინას 32.4 მილიონი ევროს ($35 მილიონის) ღირებულების 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს მიაწვდის.

სამინისტროს ცნობით, საბრძოლო მასალას ბელგიელი მწარმოებლებისგან შეიძენენ და უკრაინას რაც შეიძლება მალე გადასცემენ.

ამ პაკეტის ჩათვლით, ბელგიამ უკრაინას უკვე 306 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა.

კომენტარები