რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას დამატებით $2.1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

AP Photo/Alex Brandon

პენტაგონის ცნობით, უკრაინას დამატებით 2.1 მილიარდი დოლარის ღირებულების გრძელვადიან სამხედრო დახმარებას გადასცემენ

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს Patriot-ისთვის, Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს და მცირე ზომის Puma დრონებს.

დახმარების ახალი პაკეტი მოსდევს ცნობებს, რომ უკრაინამ უკვე დაიწყო, ან აპირებს რომ მალე დაიწყოს კონტრშეტევა რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

განსხვავებით ამერიკის მიერ მიწოდებული იმ აღჭურვილობის, იარაღისა და საბრძოლო მასალისგან, რომლებიც უფრო ხშირად იგზავნება პენტაგონის მარაგებიდან და სწრაფად ჩადის უკრაინაში, აღნიშნული დახმარება უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში გაიცემა და უახლოეს თვეებში, ან თუნდაც წლებში უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დაიხარჯება.

პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დახმარების ახალი პაკეტი “როგორც უახლოეს პერსპექტივაში უკრაინის კრიტიკული შესაძლებლობების, ასევე საკუთარი ტერიტორიების დასაცავად და რუსული აგრესიის გრძელვადიანი შეკავებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგრადი ეფექტურობის” მიმართ ამერიკის მუდმივ ერთგულებას აჩვენებს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას $37.6 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარება გამოუყო.

კომენტარები