რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას $300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას $300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. შესაბამის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინა Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებსა და HIMARS-ის სისტემებისთვის მართვად რაკეტებს მიიღებს.

ამავდროულად, დახმარების პაკეტში შედის სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებიც, მათ შორის, Stingers-ის, Avengers-ის და Aim-7-ის ტიპის სისტემები. ასევე, ღამის ხედვის მოწყობილობები, საარტილერიო ჭურვები, ტყვია-წამალი და სხვა.

პენტაგონი აღნიშნავს, რომ უკრაინა რუსეთის სამხედრო ძალების შესაკავებლად დახარჯულ საბრძოლო მასალებს ჩაანაცვლებს, ახალი საბრძოლო სისტემები კი ზემოხსენებულ დახმარების პაკეტში არ შედის.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებული რიგით 39-ე დახმარების პაკეტია. დახმარების საერთო ღირებულება ამ დროისთვის $37.6 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

კომენტარები