რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევმა ბრიტანელ ოფიციალურ პირებს რუსეთის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე უწოდა

დმიტრი მედვედევი
ТАСС

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი Twitter-ზე გამოეხმაურა მოსკოვზე დრონებით თავდასხმასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის, ჯეიმს ქლევერლის კომენტარს.

ქლევერლიმ თქვა, რომ თავდაცვის მიზნით უკრაინას საზღვრებს მიღმა ძალის პროეცირების უფლება აქვს.

"დიდი ბრიტანეთის, ჩვენი მარადიული მტრის, ბრიყვ ჩინოვნიკებს უნდა ახსოვდეთ, რომ საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რომელიც არეგულირებს თანამედროვე ომს, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებს დამატებითი პროტოკოლების ჩათვლით, მათი სახელმწიფო ასევე შეიძლება კვალიფიცირებული იყოს, როგორც ომის მდგომარეობაში მყოფი". - წერს მედვედევი.

გარდა ამისა, მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერით რუსეთთან გამოუცხადებელ ომს აწარმოებს.

"დღეს დიდი ბრიტანეთი უკრაინის მოკავშირედ გამოდის, რომელიც აწვდის სამხედრო დახმარებას აღჭურვილობისა და სპეციალისტების სახით, ე.ი. დე ფაქტი რუსეთის წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს აწარმოებს. ასეთ შემთხვევაში, თანამდებობის ნებისმიერი პირი (როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო, რომელიც ხელს უწყობს ომს) შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც როგორც ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე". - წერს მედვედევი Twitter-ზე. 

30 მაისის გამთენიისას ქალაქ მოსკოვში რამდენიმე დრონი ჩამოვარდა და შენობებს დაეჯახა. დრონები ჩამოაგდეს მოსკოვის ოლქის სხვა რაიონებშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები იყო. უწყებაში ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში 8 დრონი მონაწილეობდა და ყველა მათგანი ჩამოაგდეს. რუსული მხარის ცნობით, იერიშებს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.

უკრაინამ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თავდასხმის არიდების უუნარობის გამო გააკრიტიკა და კვლავ გალანძღა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა.

"აყროლებულო არსებებო, რას აკეთებთ?" – პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის უწყებას აკრიტიკებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ უკრაინაში მაღალი სიზუსტის იერიშები მიიტანეს ცენტრებზე, სადაც, მათივე მტკიცებით, მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა გადაწყდა. ამას გარდა, მათი დაუდასტურებელი ბრალდებით, დრონებით თავდასხმას დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ. 

კომენტარები